სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ddyelasf.jpg

ჰოლანდიური ანსამბლი „მერანი“ ხარაგაულის სცენაზე ქართული სიმღერებით წარსდგა

 

ხარაგაულის კინოთეატრში ანსამბლ „კახორისა“(ლოტბარი ალეკო მიქელაძე) და  ჰოლანდიური ანსამბლის „მერანის“ (  ხელმძღვანელი ქეთევან წიკლაური და ივო ბოსვაიკი) ერთობლივი კონცერტი გაიმართა.

ანსამბლები ხარაგაულელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ და  ქართული-ხალხური ასევე  ქალაქური სიმღერები შეასრულეს.

კონცერტზე, ჰოლანდიელების მიერ ქართულად აჟღერებულ ჰანგებს მსმენელის განსაკუთრებული ემოციები მოჰყვა. ანსამბლმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულა როგორც ტრადიციული ფოლკლორული სიმღერები, ისე ქართველი კომპოზიტორების უკვდავი მელოდიები.

კონცერტი კიდევ უფრო საინტერესო გახდა ანსამბლ „კახორის“ მიერ წარმოდგენილი მრავალხმიანმა რეპერტუარით.

სცენაზე, ანსამბლების „მერანის“ და „კახორის“     ერთობლივი მონაწილეობით შესრულდა რ. ლაღიძის სიმღერა „ჩემო კარგო ქვეყანა“. 

კონცერტის წამყვანმა ირინე ჩხეიძემ (ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი)„კახორისა“ და „მერანის“ მეგობრობის შესახებ ისაუბრა.

კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და აბლოდისმენტების თანხლებით დასრულდა. კონცერტს ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხარაგაულის საზოგადოება.

 

 

 

 
 
 
 
ნანახია: 6404 - ჯერ