სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghfhjfgjkhjkjhkrty.JPG

ხარაგაულის საკათედრო ტაძარზე ჯვარი აღმართეს

ხარაგაულში, 21 ოქტომბერს, მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღმართეს. 
„მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, უფლისა და ეკლესიის მიმართ უდიდესი სიყვარულისთვის, ძალიან მალე ტაძრის მოპირკეთება დასრულდება და ეკურთხება... საუკუნეების განმავლობაში მოიხსენიება ამ წმინდა ტაძრის მშენებლობაში მონაწილეთა სახელები. მადლობა ხელისუფლებას, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ჩვენს გვერდით ყოფილიყო" - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) და ჯვარი აკურთხა.

პროცესს ეპარქიის წარმომადგენლები, ხარაგაულის სამლოცველოს წინამძღვარი, მამა ანტონი (სულთანიშვილი), ეკლესიის მრევლი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელის, ცეზარ ბუბულაშვილის ინფორმაციით, ტაძარს, რომლის მშენებლობა ხარაგაულში 2010 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე, 124 000 შემომწირველი ჰყავს.

 

 

ნანახია: 5453 - ჯერ