სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghjdghdfgh.JPG

ევსემ შველიძემ  დავით გობეჯიშვილის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სპორტსმენმა, ევსემ შველიძემ (მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი) დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა. გამარჯვებულს (79 კგ. წონით კატეგორიაში)  ოქროს მედალი და თასი გადაეცა.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში,  ახალგაზრდებს შორის, წელს, მეთხუთმეტედ რაჭაში გაიმართა. ტურნირში ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანის და რუსეთის, მოჭიდავეები.  

 

 

  

ნანახია: 7727 - ჯერ