სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/dfjhfhjkhjkj.jpg

"ჩემი საქართველო აქ არის" - ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს აგრძელებს

ხარაგაულის „რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში   პროექტს  " ჩემი საქართველო აქ არის" აგრძელებს. ლიტერატურულმა თეატრმა, ამჯერად, გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი  სპექტაკლი -  “ზღვამ დაგვანახვა მისი სიმაღლე"  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ბახტრიონის ციხესთან გამართა. მწერალმა ბავშვობის გარკვეული წლები სწორედ აქ გაატარა.

სპექტაკლს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები და  სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებოდნენ. სპექტაკლზე იმყოფებოდნენ, ასევე, იმ ოჯახის წევრები ალვანიდან, სადაც გურამი ბავშვობაში ცხოვრობდა.

 იზა ვეფხვაძემ ადგილობრივების წინაშე გააჟღერა ინიციატივა, რომ ალვანის ერთ-ერთ სკოლას გურამ რჩეულიშვილის სახელი მიენიჭოს.

სპექტაკლი ხარაგაულელი ბაქარ დევდარიანის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მისივე მამულში გაიმართა.

რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრი 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღეს, ბორითში სპექტაკლის - " საქართველოს შიშველი სატევარი" გამართავს.

ნანახია: 8023 - ჯერ