ხარაგაული უერთდება საქართველოში მიმდინარე ევროპის კვირეულს სპორტში. მთელი კვირის განმავლობაში სპორტულ დარბაზში ჩემპიონატები სამაგიდო თამაშებში ჩატარდება .
კვირეულის ფარგლებში, 24 სექტემბერს, ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში.
ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი ნიკოლოზ ბუაჩიძე გახდა. მეორე ადგილი სოსო მელქაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა გია თავზარაშვილს.
ევროპის სპორტული დღეები ხარაგაულში მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება;
26 სექტემბერს, 11:00 საათზე ხარაგაულის სპორტულ დარბაზში ტურნირი გაიმართება ნარდში, 27 სექტემბერს 11:00 საათზე - დომინოში, ხოლო 28 სექტემბერს ასევე, 11 საათიდან მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი დაიწყება.
სამაგიდო თამაშებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
ხარაგაულში ევროპის კვირეულის მხარდამჭერია მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური(უფროსი ირინე ჩხეიძე) და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი (დირექტორი, გრიგოლ ჭიპაშვილი).