სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Screenshot_1ldskjhalhfal.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განახლებული ვებ გვერდი და ახალი მისამართი kharagaulinews.gov.ge

kharagaulinews.gov.ge

გაცნობებთ, რომ განხორციელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის რებრედინგი და იგი განახლებული დიზაინითა და ახალი მისამართით (kharagaulinews.gov.ge) შევიდა ექსპლუატაციაში.

ვებ გვერდის ახალი ვერსია გაცილებით უფრო მოქნილი და ეფექტურია. საიტი არის ე.წ. რესპონსივი, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტის ტელეფონით მომხმარებლებისთვის იგი უფრო ხელსაყრელი და ადვილადმოხმარებადია.  ვებ გვერდის ახალ ვერსიაში ინფორმაციები უფრო მოკლედ, კონკრეტულად და მკაფიოდაა წარმოდგენილი. განახლებულ ვებ გვერდზე დატანილია ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ -ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შესახებ.

ვებ გვერდს ზედა მარჯვენა კუთხეში არის ჩანართი წარწერით - საიტის ძველი ვერსია, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია, სადაც ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ხარაგაულის შესახებ. 

ნანახია: 5395 - ჯერ