სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/tyhgkjhgjkghj.jpg

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტრადიციულ თათბირზე საუბარი, ძირითადად, ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობის პრობლემას შეეხო.
მერის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტიური ხდება საშეშე მერქნის მოპოვების საკითხი, ამიტომ ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ ხარაგაულის სატყეო უბნის ხელმძღვანელთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული საკითხის დალაგებაში, რათა მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს ტყე-კაფების გამოყოფა.
შეხვედრაზე მერმა, ამ დროისთვის, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს.

 

 

ნანახია: 6022 - ჯერ