სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ყველა განცხადებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ ეთერ ლომიძეს, თენგიზ ლომიძეს, თამაზ ლომიძეს, არკადი გორგაძეს, პავლე ჩადუნელსა და ჯემალ ჩადუნელს.
აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე);
თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე);
ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი);
თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი);
ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

ნანახია: 5064 - ჯერ