სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0241.JPG

„street ball -2018“-ის გამარჯვებული ღომეეთის გუნდი გახდა

ხარაგაულში წლის ყველაზე ახალგაზრდული, ყველაზე ხალხმრავალი და ყველაზე ენერგიული ტურნირი ქუჩის კალათბურთში - „street ball -2018“ დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ღომეეთი“ და „And 1“ დაუპირისპირდნენ, რომელთა შორის, ღომეეთის ნაკრებმა დამსახურებული გაიმარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ (MVP-2018) მიხეილ ღონღაძე დასახელდა. 
გამარჯვებულ გუნდს ორგანიზატორებისგან თასი გადეცა.
street ball- ის მიმდინარეობის შესახებ აქტიურად ეცნობოდა ინფორმაციას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია, რომელმაც აკადემიის მწვრთნელის და ხარაგაულის ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის წევრის, ბექა ჭყოიძის შუამავლობით, ჩემპიონატიდან ოთხი მოთამაშე: ანდრია ქალდანი, საბა მესხი, ლევან ავალიშვილი და ლუკა გვასალია სინჯებზე მიიწვია. 
ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი ხარაგაულში, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის ორგანიზებით, 2011 წლიდან იმართება და მასში ყოველწლიურად უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება.
მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ეწყობოდა მოყვარულთა სროლები ფარში, რომელშიც ასობით ბავშვი იღებდა მონაწილეობას. იღბლიანი მოთამაშეები კოკა-კოლით და ნაყინით წახალისდნენ. 
აგვისტოს ცხელ დღეებში street ball -ის დაწყებას ხარაგაულში ჩამოსული დამსვენებლები, უკვე ტრადიციულად, წლიდან წლამდე ელოდებიან და ჩემპიონატისთვის განსაზღვრულ დროს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, საინტერესოდ და შინაარსიანად ატარებენ. 
ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატს ხარაგაულში ფინანსური მხარდამჭერი არ ყავს. ერთადერთი შემოსავალი თავად ინიციტორთა კავშირის წევრების მიერ გადახდილი საწევროა.

 
ნანახია: 5915 - ჯერ