სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/1498484151_share_1.png

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კოორდინატორი ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდება

გაცნობებთ, რომ 23 აგვისტოს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმერეთის კოორდინატორი, ჭაბუკი ჭეიშვილი ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრას გამართავს.

მათ ვისაც სურვილი აქვთ ჩაერთონ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამაში, გთხოვთ, მობრძანდეთ, 12:00 საათზე, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.

 შეხვედრაზე კოორდინატორი ჭაბუკი ჭეიშვილი დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში არსებულ სიახლეებს გააცნობს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

ნანახია: 5785 - ჯერ