სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/adfgzsdfgsxzdcfkjklkl4445.JPG

გაიხსნება თუ არა ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფართის გადაცემას არ დაეთანხმა.  

საკითხის დროულად გადაწყვეტის მიზნით, მერიამ საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მიზნით მიმართა.

როგორც სხდომაზე მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ განმარტა, ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად, გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისს სჭირდება ყოფილი პოლიციის შენობის პირველ სართულზე არსებული 220,05 კვმ ფართობი და არასასოფლო სამეურნეო 400 კვმ. მიწა. ჯაბა ბერაძის განმარტებით, აღნიშნული ფართის სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით, გადაცემასთან დაკავშირებით საჭიროა საკრებულოს თანხმობა.
„გერმანული ასოციაციის, საქართველოს ორგანიზაცია უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისათვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას. სწავლება შესაძლებელი იქნება ზრდასრული ადამიანებისათვის, სადაც მათ შეეძლებათ უფასოდ გაიარონ: ჭრა-კერვის, კომპიუტერულ პროგრამების, უცხო ენებისა და სხვა შემსწავლელი კურსები“- აღნიშნა ჯაბა ბერაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა არსებობდა თუ არა საიჯარო ხელშეკრულების პროექტი. მან პროექტთან დაკავშირებით მეტი დასაბუთება მოითხოვა, შემდეგში გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით. ჯაბა ბერაძის განმარტებით საიჯარო ხელშეკრულების პროექტი დგება მას შემდეგ, როცა საკრებულოსგან მიიღებენ თანხმობას, ამა თუ იმ ფართის გადაცემაზე. საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტის შესახებ მწირი ინფორმაციაა წარმოდგენილი - „არ ჩანს ვინ უხელმძღვანელებს სასწავლებლის ფუნქციონირებას, ვინ იქნებიან მასწავლებლები, აქვს თუა არა ლიცენზია სასწავლებელს, სწავლების ხანგრძლივობა რამდენი იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა თუ არა განთლების დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი“.
როგორც სხდომაზე ჯაბა ბერაძემ აღნიშნა, საკრებულოს მხრიდან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საჩქაროა, რადგან თუ გადაწყვეტილება არ იქნება დროულად მიღებული შეიძლება ხარაგაული სხვა მუნიციპალიტეტმა ჩაანაცვლოს და პროექტი ხარაგაულში ვეღარ განხორციელდეს.
ბიუროს წევრთა უმრავლესობის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დრო, რათა კომისიებმა სათანადოდ იმუშაონ. აღნიშნული მიზეზის გამო საკრებულოს წევრებმა საკითხის 15 აგვისტოს დღის წესრიგში შეტანაზე უარი განაცხადეს.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი ოთხი საკითხი:
1. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის (ს/კ 36.01.33.017.) არსებობის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);
2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი);
3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე);
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ (მომხს:მანანა ბარბაქაძე).

 

 

ნანახია: 5461 - ჯერ