სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sak-23445aa_1.jpg

ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა 14 აგვისტოს გაიმართება. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ:

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში,  სოლომონ მეფის N19ა -ში მდებარე შენობის პირველ    სართულზე    220,05    კვმ.    ფართობისა    და    არასასოფლო--სამეურნეო დანიშნულების        400   კვმ.   მიწის   ფართობის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გასახსნელად,   სახალხო   უნივერსიტეტთა   გერმანული ასოციაციის, საქართველოს ოფისზე (DVV International)  პირდაპირი განკარგვით, სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმა), 10 წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  (მომხს: ჯაბა ბერაძე);                                                                                               

2. დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა #46 - ში მდებარე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  რიცხული   შენობის (ყოფილი ავტოფარეხი ) 23კვმ. ფართის  (ს/კ 36.01.33.017.)  არსებობის  ვადით უსასყიდლო უზუფრუქტის  ფორმით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის  გადაცემის თაობაზე  მუნიციპალიტეტის მერისთვის  თანხმობის მიცემის შესახებ (მომხს: ჯაბა ბერაძე);

3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვით და მშენებლობის ნებართვის გარეშე  (მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი);

4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის  14 მარტის N 7 დადგენილებაში ,,ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  სარეზერვო  ფონდის  განკარგვის  წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს: ნინო მაღლაკელიძე);

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილების გაცნობის შესახებ  (მომხს:მანანა ბარბაქაძე).

ნანახია: 5656 - ჯერ