სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0514_1.JPG

ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

ტურნირის გამარჯვებული ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ გუნდი გახდა.

ფინალური შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო და გამარჯვებულ გუნდს სიმბოლური ფასიანი  საჩუქარი გადასცა.

მინი ფეხბურთის ტურნირი ხარაგაულის სპორტულ დარბაზში, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებითა და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით,  ორგანიზაციებს შორის  ჩატარდა.

ფინალში ერთმანეთს სპორტისა და შიდა ტურიზმის განვითარებისა და  კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები შეხვდნენ, სადაც საბოლოო გამარჯვება  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა“ მოიპოვა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

ტურნირში ასევე გამოვლინდნენ სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოთამაშეები:- საუკეთესო მოთამაშე-ბათუ კიკნაძე, მაყურებლის სიმპატია-გოჩა გელაშვილი და საუკეთესო მეკარე - ბათუ კიკნაძე.

ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები შესაბამისი სიგელებით კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ დააჯილდოვა.

 

ნანახია: 4977 - ჯერ