სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/5dasd654_1.jpg

 კინოთეატრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ვარლამ ჭიპაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიების ფარგლებში კინოთეატრის ფოიეში მასწავლებელთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე ესწრებოდა.

 

ნანახია: 20 - ჯერ