სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/097362b0-e7b3-42c4-9865-09fc49d50f8d.png

სოფელ ვახანში ღია სპორტული სივრცე მოეწყო

ხარაგაულის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სოფლებში ღია სპორტული სივრცეების მოწყობას აგრძელებს.

დაბა ხარაგაულის შემდეგ, ღია ტრენაჟორები მუნიციპალიტეტის 6 ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო.

პროექტი განხორციელდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ჯამური ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში სპორტული სივრცეები მოეწყო შემდეგ სოფლებში:

ვახანი, საღანძილე, მოლითი, ბორითი, კიცხი, ნადაბური.

ხარაგაულის მერია ზრუნავს სოფლებში ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე და აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებს.

 

 

ნანახია: 11 - ჯერ