სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Artboard%201.png

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.
განხილვაში მონაწილეობდნენ საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე კიკალიშვილმა წარადგინა.
მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტსა და მის მნიშვნელობაზე.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა მომავალი წლისთვის 24 299.0 ათასი ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტებია სოციალური მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურული განვითარება, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების გაძლიერება.
მსგავსი შეხვედრები კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ეფექტურ თანამშრომლობას.
ნანახია: 35 - ჯერ