29 - 30 ნოემბერს , ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში იდეების გენერირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება
მათთვის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, ან სურს ინოვაციური სტარტაპის შექმნა, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს რეგიონებში ინოვაციური მეწარმეობის განვითარებასა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 29 – 30 ნოემბერს, ხარაგაულში იდეების გენერირების ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რაც ადგილობრივ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს დაეხმარება ბიზნეს იდეების გენერირებასა და მათი განვითარებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში.
თუ გსურს, შექმნა ინოვაციური სტარტაპი, ამისთვის საჭიროა:
დარეგისტრირდე იდეათონზე
დაესწრო ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორდღიან ვორქშოპებს
მოიპოვო შესაძლებლობა, გაიარო ორკვირიანი პრე-აქსელერაცია და მონაწილეობა მიიღო 25 000-ლარიან საგრანტო კონკურსში
იდეათონის გამორჩეული იდეების ავტორები კონკურსის გარეშე მოიპოვებენ ადგილს იმერეთის პრე-აქსელერაციის პროგრამაში!
პრე-აქსელერატორი დაგეხმარებათ, განავითაროთ ინოვაციური იდეები, დასახოთ სტარტაპ იდეის, ან პროდუქტის განხორციელების სტრატეგია და მოემზადოთ 25 000-ლარიანი რეგიონული საგრანტო კონკურსისთვის.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ:
დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, სტუდენტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებს 15 წლის ასაკიდან.
ხარაგაულში შეხვედრები გაიმართება:
29 ნოემბერი -12:00-17:00 სთ.;
30 ნოემბერი-10:00-15:00 სთ
იდეათონი ჩატარდება: ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში.
შეხვედრაზე დასასწრებად, მნიშვნელოვანია გაიაროთ რეგისტრაცია
სარეგისტრაციო ბმული: https://apps.mygita.ge/zs/LxCIbl