სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_2.jpg

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა დაიწყო
პროექტი დეპუტატებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარუდგინა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განსაზღვრულია 24 მილიონ 299 ათასი ლარის ოდენობით და მოიცავს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას, მათ შორის:
ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი.
ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული და ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც მომავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განვითარებას როგორც დაბაში, ისე სოფლებში.
2026 წლის ბიუჯეტი ეტაპობრივად განიხილება საკრებულოს კომისიებში. ასევე გაიმართება ბიუჯეტის საჯარო მოსმენა მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნებოძირში, რის შემდეგაც პროექტი საბოლოო მოსმენით წარდგება საკრებულოს სხდომაზე.
ნანახია: 19 - ჯერ