სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdasdasdasd.jpg

ხარაგაულის მერმა , მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა 

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა, სადაც მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
მერმა ხელმძღვანელებს მთავრობის ახალი ხედვები, პრიორიტეტები და მუშაობის რეკომენდაციები გააცნო.
ხაზი გაუსვა შედეგზე ორიენტირებული და გამჭვირვალე მუშაობის მნიშვნელობას.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს აღარ ექნება შესაძლებლობა თანამდებობაზე დარჩეს, თუ პარალელურად სხვა სამსახურშია დასაქმებული, რაც ხელს შეუწყობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას.
შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მოუწოდა ხელმძღვანელებს, გაითვალისწინონ მერიის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის რეკომენდაციები, რათა გაუმჯობესდეს მმართველობითი პროცესები.
მერმა მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულებისთვის და მოუწოდა მათ მაღალი პასუხისმგებლობით განეგრძოთ საქმიანობა.
ნანახია: 8 - ჯერ