სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1099.JPG

ხარაგაულის მერმა საქმიანობა ახალი ვადით დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა საქმიანობა ახალი ვადით დაიწყო და პირველი სამუშაო თათბირი მერის წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრაზე მერმა რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დარჩება.
მერის ინფორმაციით, წლის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 46 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 6 652 643 ლარი შეადგინა.
კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მერია დაიწყებს გასვლით შეხვედრებს სოფლებში — სპეციალურად ფორმირებული საჯარო მოხელეთა ჯგუფის მონაწილეობით. ჯგუფი ადგილზე მოისმენს მოსახლეობის საჭიროებებს და იმუშავებს მათი გადაჭრის გზების დაგეგმვაზე.
მერმა ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სექტორსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის მუდმივი გაღრმავება.
ხარაგაულის მერია საქმიანობას განახლებული ენერგიითა და გუნდურ, თანმიმდევრულ განვითარებაზე დაფუძნებული ხედვით აგრძელებს.
თათბირს მერის მოადგილეები — ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.
ნანახია: 98 - ჯერ