სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4009.JPG

2 ივნისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

დეპუტატებმა განიხილეს  სამი საკითხი.

საკრებულოზე, გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში წარადგინა,

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის
განვითარების ცენტრი“ -ს ხელმძღვანელმა,მამუკა ჭიპაშვილმა. საკრებულომ წარდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა.

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე : https://bit.ly/4mrCA5e

სხდომაზე,საკრებულოს წევრებმა,ასევე დადებითად შეაფასეს,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის ცენტრი“ - ს ხელმღვანელის ანგარიში
გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს: რევაზ შერგელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სპორტის
ცენტრი“ს ხელმძღვანელი.

ანგარიშს გაეცანით ბმულზე : https://bit.ly/43muyBU
 სხდომაზე ასევე იმსჯელეს და საკითხი დადებითად გადაწყდა.

 ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის, ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501) და 22.40 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500), საერთო ფართით 31.66 კვ.მ სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2026 წლის პირველ იანვრამდე ვადით გადასაცემის საკითხი. საკითხის მომხსენებელი: ეკონომიკისა და ქონების მართვის უფროსი,ინგა ლურსმანაშვილი გახლდათ.

ნანახია: 20 - ჯერ