სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0515.JPG

საკრებულოს მორიგ სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დაესწრო

2025 წლის 5 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის:

  1. 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მდგომარეობა – ინფორმაცია წარადგინა ვარლამ ჭიპაშვილმა და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ
  2. (ა)იპ „ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში – მოხსენებით გამოვიდა თამარ ლაცაბიძე.
  3. გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული განკარგულების გაუქმება – მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი.
  4. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება – მომხსენებელი ოთარ ლურსმანაშვილი.
  5. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის საკითხი – წარმოდგენილი იყო საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის მიერ.

სხდომა მნიშვნელოვანი იყო როგორც ფინანსური მონაცემების განხილვის, ისე გენდერული და სოციალური საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით.

 

 

ნანახია: 81 - ჯერ