სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0179_1.JPG

ახალი ინფრასტრუქტურული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 17 ინფრასტრუქტურული პროექტიდან ერთ-ერთი სოფელ ღორეშაში ხორციელდება. საუბნო გზის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტებით მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივების გადაადგილების პირობებს.

 ღორეშას პროექტის ძირითადი მახასიათებლები: გზის სიგრძე: 1,468 მეტრი,  დაფინანსება: რეგიონული განვითარების ფონდი, ბიუჯეტი: 456,310 ლარი

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი პეტრე შარიქაძე, ამავე სამსახურის წარმომადგენელი ბაჩო შველიძე და მერის წარმომადგენელი, ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში,  გურამ კურტანიძე.

მერის მოადგილე,  დავით დევდარიანი:

,,ღორეშა ერთ-ერთი მათგანია იმ 17 სოფელს შორის, სადაც გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს  სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას. ჩვენი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე , ვფიქრობ ღორეშის პროექტს , რომელიც 2025-2026 წლების  გარდამავალი პროექტია, ხარაგაულის მერია წინსწრებით დაასრულებს.“

ინფრასტრუქტურული პროგრესი აშკარაა: 2025 წლისთვის განკუთვნილი 22 ინფრასტრუქტურული პროექტი მერიამ უკვე დაასრულა 2024 წელს.

ამჟამად მიმდინარეობს 17 ახალი პროექტის განხორციელება. წლის პირველ ფაზაში ხარაგაულში ჯამში 39 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

ნანახია: 56 - ჯერ