სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0044.JPG

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორად ნიკოლოზ მაჭავარიანი დაინიშნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, საკადრო ცვლილებები განხორციელდა

მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, დღეს  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ახალი დირექტორი — ნიკოლოზ მაჭავარიანი წარადგინა, რომელიც ამ დრომდე მერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. მას კულტურისა და განათლების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ამასთან, მერის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა ჰამლეტ ბერაძე, რომელიც ამ დრომდე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ხელმძღვანელობდა.

ჰამლეტ ბერაძე საქმიანობას კულტურის მიმართულებით მერის მრჩევლის რანგში გააგრძელებს.

ვარლამ ჭიპაშვილი: „ნამდვილად არის დიდი პასუხისმგებლობა აღნიშნული აიპ-ის ხელმძღვანელობა. ჩვენთვის მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობა აქვს  იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ და მოღვაწეობენ.

ნამდვილად იქნება გადასადგმელი კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი შედეგების გასაზრდელად. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მომთხოვნები საქმისადმი. თქვენ გამოცდილი კადრი ბრძანდებით და კულტურისა და განათლების მიმართულებით საქმიანობაში დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ.

თქვენ მოგეცათ ახალი შესაძლებლობა და მსურს, რომ ეს შესაძლებლობა სწორად და აქტიურად იქნას გამოყენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლების საქმეში. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია, მაქსიმალურად ეცდებით რომ იყოს გამართლებული  და გექნებათ შედეგები.“

ვარლამ ჭიპაშვილმა  წარმატებები უსურვა ნიკოლოზ მაჭავარიანს ახალ პოზიციაზე და მადლობა გადაუხადა ჰამლეტ ბერაძეს გაწეული საქმიანობისთვის.

ცვლილებები ორიენტირებულია რესურსების სწორ გადანაწილებაზე, ეფექტიან მენეჯმენტზე და იმ შედეგებზე, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

 

ნანახია: 156 - ჯერ