სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5000.JPG

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ფარცხნალის თემის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა გრძელდება.

დღეს ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერის წარმომადგენელი, ავთო თაბუკაშვილი და კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატი კიაზო გამრეკელაშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტული პროექტები:

ფარცხნალი – სანიაღვრე არხისა და ნაპირსამაგრის მოწყობა, სავალი გზის (მოხრეშვა) რეაბილიტაცია, წისქვილის გადახურვა.

ახალსოფელი – გარე განათების მოწყობის გაგრძელება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრის მოწყობა.

ისლარი – სანიაღვრე არხების მოწყობა, წყლის სათავის შეკეთება, გარე განათების გაგრძელება, წყლის ავზის შემოღობვა.

ღუდუმექეთი – სპორტული მოედნის შემოღობვა, სავალი გზის (მოხრეშვა) შეკეთება, გარე განათების მოწყობის გაგრძელება.

მოსახლეობასთან შეხვედრები 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ნანახია: 27 - ჯერ