სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5560.JPG

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის დასკვნითი შეხვედრა კიცხში გაიმართა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, 4 თებერვალს დაწყებული სოფლის მხარდამჭერი კრებების სერია დღეს, მეათე სამუშაო დღეს, სოფელ კიცხში დასრულდა.

შეხვედრების ციკლი კიცხიდან დაიწყო და ბორს, საქარიქედსა და თეთრაწყაროს მოიცავს, სადაც ადგილობრივები სოფლის საჭიროებებზე დაფუძნებული ინიციატივებს და პრიორიტეტებს წარმოადგენენ.

კიცხში პრიორიტეტებად შეირჩა:

გარე განათების მოწყობა

სანიაღვრე არხის მოწყობა

საუბნო გზის შეკეთება

სკვერის შემოღობვა

წყლის მილების შეძენა

10 დღის განმავლობაში, ხარაგაულის მერია აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობასთან დიალოგში, რაც მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას ქმნიდა.

სამუშაო ჯგუფები მერისა და მისი მოადგილეების – ვარლამ ჭიპაშვილისა და დავით დევდარიანის ხელმძღვანელობით, უშუალოდ ხვდებოდნენ მოსახლეობას, განიხილავდნენ მათ საჭიროებებს და ერთობლივად განსაზღვრავდნენ სოფლების განვითარების პრიორიტეტებს.

პროგრამის ფარგლებში ყველაზე ხშირად გაჟღერებული მოთხოვნები:

გზების რეაბილიტაცია

გარე განათების უზრუნველყოფა

სასაფლაოების შემოღობვა

ნაპირსამაგრი სამუშაოები

სასმელი წყლის სისტემების გაუმჯობესება

პროგრამის ბიუჯეტი 890 000 ლარს შეადგენს, ხარაგაულის მერია 200 000 ლარს დამატებით, თანადაფინანსების სახით გამოყოფს, რათა პროექტები მაქსიმალურად ეფექტურად და ხარისხიანად განხორციელდეს.

ხარაგაულის მერია გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა პრიორიტეტული პროექტები დროულად და შედეგიანად განხორციელდეს.

 

ნანახია: 13 - ჯერ