უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ნადაბურში გზის ფერდობიდან ჩამოწოლილმა თოვლის დიდმა მასამ სოფლის ცენტრალური გზა ჩაკეტა.
პრობლემის დროულად მოსაგვარებლად საჭირო გახდა სპეციალური ტექნიკის მობილიზება.სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად პროცესებს უშუალოდ მართავდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და უკვე დასრულდა. სოფლის ცენტრალურ გზაზე გადაადგილება სრულიად აღდგენილია.