ხარაგაულის მერი,კობა ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის სამსახურებთან ერთად, ყველა მიმართულებით აკონტროლებს სიტუაციას. დღის განმავლობაში შემოსულ შეტყობინებებზე ოპერატიულად ხდება შესაბამისი რეაგირება.
სამუშაოებს სოფლებში უშუალოდ ხელმძღვანელობენ მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, და მოადგილე, დავით დევდარიანი. იმ ლოკაციებზე, სადაც თოვლის საფარი გადაადგილების პრობლემას ქმნის, სპეციალური ტექნიკა ინტენსიურად მუშაობს.
ამ დროის მდგომარეობით:
იწმინდება 5 სოფლის გზა: წიფა, ლეღვანი, მარელისი, ქვები, სარგვეში, ხიდარი.
თოვლის საფარი 15-30 სმ-ს აღწევს.
გზები გაწმენდილია და გადაადგილება უსაფრთხოა – შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე: ძირულა-ხარაგაული, ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით.
აღნიშნულ მონაკვეთებზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ენერგომომარაგება – ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილს, თუმცა აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სასმელი წყალი და გაზი – შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას.
სპეციალური ტექნიკა მზადყოფნაშია – საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ლოკაციებზე ოპერატიულად მოხდება სამუშაოების დაწყება.
ჩვენი მთავარი მიზანი – თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება!