სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_28.png

16 დეკემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 16 დეკემბრის ბიუროს
მორიგი სხდომის
საკითხთა ნუსხა

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2024 წელს
გაწეული საქმიანობის შესახებ
მომხს: მანანა ბარბაქაძე

2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში გაწეული
მუშაობის შესახებ
მომხს: დავით კიკნაძე

3. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ
საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო
ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დამხმარე ამოცანების შესასრულებლად
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის
დაშვებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
5.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის
შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3
დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს
თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2022 წლის 21 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ინდივიდუალურ სამართლებრივ
აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ
მომხს: ოთარი
ლურსმანაშვილი

8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების
შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის
შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ
მომხს: მანანა
ბარბაქაძე
ბიუროს მიერ დასამტკიცებელი
9.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ანგარიში გაწეული საქმიანობის
შესახებ
მომხს: ლენა კალანდაძე

10. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2025 წელს განსახილველ
საკითხთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მომხს: მანანა
ბარბაქაძე

ნანახია: 49 - ჯერ