დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს 2025
წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი წარუდგინა.
მერის პირველმა მოადგილემ ბიუროს წევრებს, ასევე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიმართ, საკრებულოს მიერ გამოთქმულ რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობებზე გააცნო ინფორმაცია.
ბიუროზე ასევე განიხილეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილება.
1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2024 წლის ბიუჯეტის
დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის
N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის
პროექტის მიმართ საკრებულოს რეკომენდაციების გათვალისწინების შესაძლებლობის
შესახებ მერის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თვითმმართველი ერთეულის 2025
წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტის განხილვის შესახებ
მომხს ვარლამ ჭიპაშვილი
თანამომხს: პავლე კიკალიშვილი
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.
ბიუროზე განხილულ საკითხებს , 17 დეკემბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.