სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0797_1.JPG

სოფელ ისლარში 40 მეტრის სიგრძის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ისლარში, მდინარე ჯიხველას მარჯვენა სანაპიროზე, 40 მეტრის სიგრძის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

პროექტი ორ ლოკაციას მოიცავს და მისი ღირებულება 101 369  ლარია.

სამუშაოებს დღეს ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და მერის წარმომადგენელთან, ავთო თაბუკაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა აუცილებელი გახდა წყალმოვარდნის შედეგად დაზიანებული სავალი გზის ჩაშლის გამო.

პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება, რომლის ფარგლებში ხარაგაულის მერიამ მიმდინარე წელს 1 625 000 ლარი მიიღო.

ხარაგაულში, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება სხვა ლოკაციებზეც:

 მარელისი – ხიდ-ბოგირის გამაგრება –18 429  ლარი

 ღორეშა – ხიდის მშენებლობა –  52 888 ლარი

 ბორითი – გაბიონის მოწყობა – 30 727 ლარი

 საბე – საფეხმავლო ხიდის მოწყობა – 35 383 ლარი

სარგვეში – გზის საყრდენი კედლის მოწყობა – 41 344 ლარი

ჩალხაეთი – საფეხმავლო ხიდის მოწყობა – 24 801 ლარი

ზვარე და ნუნისი – გზის საყრდენი კედლების მოწყობა – 290 423 ლარი

მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

ნანახია: 27 - ჯერ