,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.
მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს
ბატონი ზურაბი წარმოშობით ხარაგაულელია, იგი გახლავთ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე - პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ( კანცლერი) ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულების პირის ღრუს ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი;