სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0253_1.JPG

ქეთევან აბრამიშვილს, საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა,  ექიმ ნევროლოგს, ფთიზიატრს, სოფელ ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის   ოჯახის ექიმს, ქალბატონ ქეთევან აბრამიშვილს.

ქალბატონი ქეთევან აბრამიშვილი წარმოადგენს სამედიცინო სფეროში გამორჩეულ და პატივსაცემ პრიოვნებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება ჩვენს მუნიციპალიტეტს. მისი საქმიანობა გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და მორალური სტანდარტებისადმი ერთგულებით.ქალბატონი ქეთევანის კარიერა ნათლად აჩვენებს მის პიროვნულსა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც არა მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ ამ სფეროში ახალი სტანდარტების დანერგვასა და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობასაც.

ქალბატონი ქეთევანის ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული მოღვაწეობა მოიცავს არა მხოლოდ კლინიკურ საქმიანობას , არამედ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობას, რომელმაც ძირეული ცვლილებები შეიტანა ხარაგაულის კლინიკის მართვასა და განვითარებაში. მისმა მენეჯერულმა უნარებმა და ხედვამ დააწესა ახალი ხარისხის სტანდარტები , რომლებიც პირდაპირ უწყობს ხელს სამედიცინო მომსახურების დახვეწასა და ეფექტურობას.

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ქეთევან აბრამიშვილს გამოარჩევს განსაკუთრებული ყურადღება და გულისხმიერება პაციენტების მიმართ.

მისი დინამიური ხედვა, მაღალი პროფესიული სტანდარტები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქმნის საფუძველს ჯანდაცვის სფეროში იმ კრიტიკული გამოწვევების გადაჭრისთვის, რომლებიც ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.

ქალბატონი ქეთევან აბრამიშვილი გამოირჩევა პატრიოტული სულისკვეთებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის გაუმჯობესებისადმი დაუღალავი ერთგულებით, რაც ნათლად წარმოაჩენს მის ღირსებას, მიენიჭოს,,საპატიო ხარაგაულელის“ წოდება.

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.

 

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!

 

ნანახია: 68 - ჯერ