სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0577.jpg

ეთერ პაპავას საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2024" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ. საზეიმო ღონისძიება ხარაგაულის ცენტრალურ პარკში გაიმართა.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 12 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

მერის ბრაძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭა ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს,ეთერ პაპავას.

ეთერ პაპავა - ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი

ქალბატონი ეთერ პაპავა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში 1983 წლიდან მუშაობს დირექტორის პოზიციაზე.ხარაგაულელებისთვის კარგადაა ცნობილი მისი გამორჩეული დამოკიდებულება სამსახურისადმი. უზომოდ უყვარს ბავშვები და საკუთარი საქმე.

საგანმანათლებლო სფეროში გაწეული გამორჩეული ღვაწლისთვის და თავისი საქმის ერთგული მსახურებისთვის ეთერ პაპავამ 2021 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ტიტული მიიღო.

კობა ლურსმანაშვილმა, საპატიო ხარაგაულელები საზოგადოებას რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელთან, იზა ვეფხვაძესთან ერთად,  წარუდგინა.

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ  მოადგილესთან, ლევან სანიკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან, 2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრთან, ლადო ბოჟაძესთან და  მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე მელქისედეკთან  ერთად დააჯილდოვა.

ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ  თითოეულ საპატიო ხარაგაულელს!

 

ნანახია: 23 - ჯერ