დღეს,ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა, სპექტაკლი ,,იუბილე სიურპრიზებით’’ ხარაგაულის საზოგადოების წინაშე, განმეორებით ითამაშა.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით 6 მარტს გაიმართა.
სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
პიესის ავტორი და რეჟისორი , მამუკა ჭიპაშვილი გახლავთ.
მონაწილეობენ: ვასილ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, მაია ბერაძე, დავით ჭყოიძე, ირინე ჩხეიძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი ჭიპაშვილი, ზაზა ლურსმანაშვილი, გიორგი მაქაძე, ბექა ხიჯაკაძე, რამაზი ოსანაძე.