მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა გაზაფხულის დღესასწაული სოფელ სარგვეშში მცხოვრებ ჟუტა გოცირიძეს მიულოცა, რომელიც 1 მარტს 99 წლის გახდა.
ვარლამ ჭიპაშვილმა ქალბატონ ჟუტას 8 მარტი სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან და მერის წარმომადგენელთან სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად მიულოცა.
პირველმა მოადგილემ ქალბატონს ყვავილები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.