სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/411007073_1429365921332289_2544505920683656410_n.jpg

დღეს ხარაგაულის სკოლებში საახალწლო კარნავალი დაიწყო

ღონისძიებების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურია.

20  დეკემბერს კარნავალი  მარელისის სკოლაში  ზონის სკოლებისთვის ჩატარდება;

21 დეკემბერს ბორითის საჯარო სკოლაში;

22 დეკემბერს- ბორის სკოლა პანსიონში.

29 დეკემბერს - ხარაგაულის კინო-თეატრში.

 საახალწლო კარნავალი გასართობი ხასიათისაა და არ ითვალისწინებს კონკურსის ფორმატს!

 სასკოლო კარნავლები ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით იმართება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისთვის.

საახალწლო კარნავალზე მოსწავლეებს მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები  საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ.

ბედნიერი წელი შემობრძანებულიყოს!

ნანახია: 392 - ჯერ