სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed.png

რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ხარაგაულში

ახალ წელს ხარაგაული ტრადიციულად მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით ხვდება.

19- 28 დეკემბრამდე  საახალწლო ზეიმები მუნიციპალიტეტის  ყველა საბავშვო ბაღში გაიმართება. საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელს თოვლის ბაბუა საახალწლო საჩუქრებს დაურიგებს.

 

20 -21-22-29 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებები გაიმართება მუნიციპალიტეტის სკოლებში. ღონისძიებები გაიმართება ზონალურად. დასაწყისი 14 საათი.

 

23 დეკემბერის ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები ,,ხარაგაული“ და ,,ხარაგაულის კვარტეტი“ მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში გამართულ ფესტივალში  ,,ამღერებული იმერეთი“.

 

24 დეკემბერს , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ხარაგაულში,   საახალწლო ღონისძიება გაიმართება.

საზეიმოდ აინთება ნაძვის ხე, გაიმართება ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, მოეწყობა საბავშვო სივრცე. გალა კონცერტზე იმღერებენ: ,,რანინა" , ,,დუეტი ჯორჯია"  და  ,,SALIO". კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება. დასაწყისი - 14 საათზე.

 

25 დეკემბერი--  სამუსიკო სკოლაში გაიმართება  სასახალწლო საფორტეპიანო კონცერტი მოსწავლეთა მონაწილეობით. დასაწყისი 15 საათი.

 

26 დეკემბერს  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმში  სტუმრად მისული   ბავშვები   დაამზადებენ საახალწლო აქსესუარების და მოისმენენ ისტორიებს საქართველოში საახალწლო ტრადიციების შესახებ.

დასაწყისი 14 საათი.

 

27 დეკემბერი-- ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის    საახალწლო კონცერტი.

კონცერტამდე  კინოთეატრის ფოიეში გაიმართება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. დასაწყისი 15 საათზე.

 

28 დეკემბერს  ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება სამუსიკო სკოლის  ,,საახალწლო კარნავალი“.

დასაწყისი 15 საათზე.

 

29 დეკემბერს , ხარაგაულში საახალწო ღონისძიებები სასკოლო საახალწლო კარნავალით დასრულდება. კარნავალი კინოთეატრში 14 საათზე დაიწყება.

 

 

 

ნანახია: 572 - ჯერ