სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/SAPAT.jpg

ხარაგაულის მერიაში ,,საპატიო ხარაგაულელის“ კანდიდატურებზე იმსჯელეს

დღეს, 1 ნოემბერს ხარაგაულის მერიაში ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის" წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებისა და განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა  წოდების მისანიჭებლად დასახელებული კანდიდატების შესახებ იმსჯელეს.

სხდომას კომისიის თავმჯდომარე, იუზა კელენჯერიძე ხელმძღვანელობდა.

კომისიამ 6 საპატიო ხარაგაულელის კანდიდატურა განიხილა.

საპატიო ხარაგაულელების ვინაობა ფართო საზოგადოებისათვის 4 ნოემბერს , ხარაგაულობის დღესასწაულზე, საზეიმო ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

ნანახია: 657 - ჯერ