ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საფეხბურთო კლუბ ,,დინამოს" აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ბავშვთა ფეხბურთის საწვრთნელი, სავარჯიშო პროცესების პროფესიონალურ დონეზე წარმართვას ითვალისწინებს.
დღეს ხარაგაულის სტადიონზე თბილისის ,,დინამო" -ს აკადემიის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი შეკრება გაიმართა, სადაც მონაწილეობა 2013 წელს დაბადებულმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი: გოჩა გელაშვილი) მიიღეს.
საწვრთნელ შეკრებას თბილისის ,,დინამოს" საფეხბურთო სკოლის რეგიონული კოორდინატორი, პაატა გოცირიძე ესწრებოდა, რომელმაც სასწავლო პროცესის მონიტორინგი განახორციელა და სპორტსმენებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის ,,დინამოს" საფეხბურთო კლუბს და პატარა ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა.