სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/379463562_268950855962448_6238639082825829734_n.jpg

ხარაგაულის მერი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიწვევით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროექტის - ,,კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“  ფარგლებში გერმანიაში ოფიციალური  ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში,  გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით ხორციელდება.

შეხვედრები გერმანიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან თემაზე ,,სამართლებრივი და ფინანსური ზედამხედველობა“ ქალაქ მაინცში, ვისბადენში, მაინცში, დარმშტატში, ალცაი-ვორმსში, ჰესენსა  და ნიდერ-ოლმში იმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  მოხსენებები გაიმართება შემდეგ თემებზე:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მმართველობის სისტემა ადგილობრივი თვითმმართველობის აქცენტებით;

მუნიციპალური ბიუჯეტის მართვა და ფინანსური ზედამხედველობა;

მუნიციპალური და ფინანსური ზედამხედველობა ალცაი-ვორმსის რაიონში;

ნიდერ-ოლმის მუნიციპალიტეტი - სტრუქტურა, ამოცანები, ფინანსები;

დარმშტატის საოლქო საბჭო/სამთავრობო პრეზიდიუმი, მისი ფუნქციები და მუნიციპალური ზედამხედველობა;

ჰესენის აუდიტის სამსახური: სტრუქტურა და ამოცანები;

თვითმმართველი ერთეულების ზელოკალური აუდიტი;

მუნიციპალური ფინანსებისა და ბიუჯეტის სისტემა;

ადგილობრივი ფინანსური ზედამხედველობა - ძირითადი პრინციპები და აქტუალური ტენდეციები;

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  მუნიციპალური ბიუჯეტის მართვასა და ფინანსური ზედამხედველობის თემებზე გერმანული მხარის გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკების გაზიარება მოხდება.

ვიზიტი 22 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

 

 

 

ნანახია: 1242 - ჯერ