სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/USA.jpg

15-16 ოქტომბერს ბორის სკოლა პანსიონს ამერიკელი მეგობრები სტუმრობდნენ

15-16 ოქტომბერს ბორის სკოლა პანსიონს ამერიკელი მეგობრები სტუმრობდნენ

ამერიკელი მოხალისეები ამერიკიდან, ატლანტა -  ჯორჯიის შტატიდან, სკოლასთან 1993 წლიდან მეგობრობენ.

ყოველწლიურად ამერიკელ მოხალისეთა ჯგუფს ბორის სკოლა პანსიონის მოსწავლეები და პედაგოგები მოუთმენლად ელიან.

ამჯერად ამერიკელი მეგობრები ბორის სკოლას ორი დღით ესტუმრნენ და მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღეები გაატარეს.

ამერიკული მხარის დახმარებით სკოლაში ერთჯერადად  126 ბავშვი , ხოლო ოთხჯერადად 9 ბავშვი იკვებება. სკოლის ყველა მოსწავლეს ურიგდება საზამთროდ ქურთუკები და ბათინკები, ასევე ამერიკული მხარე სკოლას სამეურნეო და საკანცელარიო საშუალებებით, სამედიცინო ოთახისთვის საჭირო მედიკამენტებითა და რესურსით უზრუნველყოფს.

,,ახლა შეგვიძინეს სასადილოსათვის საჭირო ინვენტარი, ელექტრო გაყვანილობისათვის  საჭირო რესურსები, კარების საკეტები. მათი მხარდაჭრით ფინანსდება სახელობო წრეები: ჭრა კერვა, სტილისტი, კომპიუტერების და მანიკურის წრე, ასევე სპორტის მასწავლებელს გადასცეს კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები, გადმოგვცეს საბნები, რომელიც სკოლის ყველა მოსწავლეს დაურიგდება. უფინანსებს სკოლაში არსებულ ,, სმარტ კლუბს“  პროექტებს“- გვიამბობს ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი, მაია გაგოშიძე. მინდა მადლობა გადავუხადონ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს და მათ წარმომადგენლებს საქართველოში ქალბატონ თამუნა გრიგოლიას და ვასო ნატროშვილს. მათ ათასობით კილომეტრი გამოიარეს რათა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ორი ლამაზი და ნაყოფიერი დღე ეჩუქებინათ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავიხადო ხარაგაულის მერიას, საკრებულოს და საგანმანათლებლო რესურსცენტრს  ჩვენი გვერდით დგომისთვის.რომ არა ჩვენი ამერიკელი მეგობრების და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ბორის საჯარო სკოლა - პანსიონს არსებობა გაუჭირდებოდა.“

ამერიკელების ვიზიტი სკოლაში , ტრადიციულად დასკვნითი ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიებას ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლეები, პედაგოგები, და მშობლები ესწრებოდნენ.

გაიმართა კონკურსი ,,ნიჭიერი“ , სადაც ბორის სკოლა-პანსიონის სახელოვნებო და სპორტულმა წრის მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს, ხალახურ საკრავებთანნ ერთად სიმღერა შეასრულა ნინო და გიორგი მუმლაძეებმა. ამერიკელი სტუმრის პორტრეტი დახატა მერვეკლასელმა მარიამ მაისურაძემ.

კონკურსგარეშე მუსიკალური ნომრები შეასრულეს, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა გოგონათა გუნდმა და პატარა თაკო  ბერაძემ.

კონკურსის დასასრულს ამერიკელი სტუმრებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა.

პირველი ადგილი ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ხალხური სიმღერების გუნდს ,,რეზო და ბავშვები“ ხვდა წილად.

მეორე ადგილი ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,ქარგა“ ქორეოგრაფიულ ნომერს.

მესამე ადგილი კი ბორის სკოლა -პანსიონის ბაზაზე, ხარაგაულის სპორტისა და ტურიზმის ცენტრთან არსებული ტაიკვანდოს წრის ბავშვებს.

გამარჯვებულები თასებით და სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გარი შინბერგი , მოხალისეთა გუნდის წევრი:

,,1993 წლიდან რეგულარულად ჩამოვდივართ  ბორის სკოლა პანსიონში. ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვების კეთილდღეობა, ჩვენი სურვილია დავეხმაროთ მათ გახდნენ ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები. წლების მანძილზე უმჯობესდება სკოლის ინფრასტრუქტურა, ბავშვების სასწავლო გარემო, მოსწავლეების განვითარების და განათლების დონე, ჩვენი ყურადღების ქვეშაა მათი ჯანმრთელობა. კარგად თანამშრომლობს ჩვენთან სკოლის მმართველობა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს საგანმანათლებლო პროცესებში.

ჩვენ ასევე ვეხმარებით ვარძიის საჯარო სკოლას, სადაც ჩვენი დამხარებით ბავშვებს დღის განმავლობაში ერთჯერადი კვება აქვთ. ჩვენ მათ ასევე ვამარაგებთ ფეხსაცმელებით, ქურთუკებით,  ვეხმარებით სპეციალური საჭირობების ბავშვებს.  ჩვენ ვხედავთ პროგრესს ბავშვებში. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია.“

,,ამერიკელების სტუმრობა ჩვენს სკოლაში დღესასწაულს ჰგავს“- თავის შთაბეჭდილებების გაზიარებას ამ სიტყვებით იწყებს მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ბერაძე, სამწუხაროდ არ აქვთ ბავშვებს იმის ფუფუნება და შესაძლებლობა , წავიდნენ საზღვარგარეთ და სხვა კულტურულ გარემოში მოხვდნენ, როდესაც ამერიკელები ჩვენთან ჩამოდიან ეს ჩვენთვის რაღაც ახალი და საინტერესოა. სიამაყით გვავსებს ის ,  როდესაც შემაჯამებელ ღონისძიებაზე მათ წინაშე გამოვდივართ და ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, რაც ყველაზე მთავარია გვჯერა,  რომ ჩვენ  ჩვენი  საქართველოს, თემის , სკოლის , საზოგადოების ელჩები ვართ.

მოცინარი, მოკაშკაშე თვალებით  გვიყურებენ , როდესაც სხვადასხვა ნომრებს და პერფორმანსებს ვთავაზობთ, ან როდესაც ჩვენ წარმატებებს ვუზიარებთ, მათ სახეებზე ასახული კმაყოფილება თავდაჯერებულობით და მოტივაციით გვავსებს.

ჩემთვის ამერიკელების ჩამოსვლა ყოველთვის იყო დღესასწაული. მათთან ურთიერთობით არა მხოლოდ ინგლისურად საუბრის, არამედ გუნდურად მუშაობის უნარები განვავითარე. იმ აქტივობებით, რასაც ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვთავაზობენ გუნდურად მუშაობას, ორგანიზებულობას ვსწავლობთ, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია.

სკოლას აქვს ასევე არაჩვეულებრივი კლუბი ,,სმარტ კლუბი“, რომელიც 12 წელია რაც არსებობს და შეიძლება ითქვას , რომ სათემო კლუბია.

ამ კლუბის წევრობამ ძალიან განავითარა ჩემი უნარები. ჩვენ კლუბს ფინანსურ მხარდაჭრას ამერიკელები უწევენ და რომ არა მათი კეთილი ნება , ალბათ ბევრი რამის გაკეთებას ვერ შევძლებდით. ამერიკელები ჩვენი სკოლისთვის მოკაშკაშე ვარსკვავივებივით არიან, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტს ნამდვილად ანათებს. მათთან გატარებულმა დღეებმა ჩვენს ცნობიერებაში ბევრი რამ დადებითისკენ შეცვალა. ის დამოკიდებულება და სითბო, რასაც ერთმანეთს ვუზიარებთ მარწმუნებს კიდევ ერთხელ , რომ სამომავლოდ დასავლური გზით უნდა ვიაროთ.“

თამარ გრიგოლია, ქუთაისის მოზარდთა სახლის ახალგაზრდობის დამხარებისა და განვითარების პროგრამის დირექტორი:

,,2 დღიანი ვიზიტი გვქონდა ბორის სკოლა პანსიონში. ჩვენ სახალისო საქმიანობით დატვირთული ორი დღე გავატარეთ ბავშვებთან. ჩვენ გავაფართოეთ არეალი და ახლა უკვე ბორის სკოლა - პანსიონთან ერთად ვარძიის სკოლასაც მოვიცავთ. შეხვედრა გვქონდა პედკოლექტივთან და ხელმძღვანელობასთან, განვიხილეთ მომავლის გეგმები. ჩვენ ვხედავთ პროგრესს სკოლაში და ბავშვებში, სწორედ ამიტომ ჩვენი ამერიკელი მეგობები ყოველ წელს საოცრად კმაყოფლები ბრუნდებიან საქართველოდან.“

 

ამერიკელი მოხალისეები  ბორის სკოლა-პანსიონს 2024 წლის ოქტომბერში კვლავ ესტუმრებიან.

 

 

ნანახია: 596 - ჯერ