სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/GAMA1_1.png

ვინ მიიღებს მონაწილეობას 14-15 ოქტომბერს სამხატვრო პლენერში ,,გამა“

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, 14-15 ოქტომბერს, ხარაგაულში ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა" გამართავს. მასში მონაწილეობას მხატვრებთან ერთად ფოტოხელოვნებიც მიიღებენ.
სამხატვრო პლენერის იდეის ავტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით პლენერის გახსნა 14 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართება.
მხატვრები ხარაგაულის სოფლებში განაწილდებიან და 2 დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს დახატავენ.
15 ოქტომბერს ნამუშევრების გამოფენა და პლენერის საზეიმო დახურვა გაიმართება.
შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად საჩუქრად ლიტერატურულ თეატრს გადაეცემა.
პლენერ ,,გამა 2023" მხატვართა და ფოტოხელოვანთა რეგისტრაცია დასრულდა.
სამხატვრო პლენერ " გამა 2023" მონაწილე მხატვრები და ფოტოხელოვანები;
მხატვრები:
1. შალვა გერაძე
2. ალექსანდრე ციხელაშვილი
3. ლადო თევდორაძე
4.ალექსანდრე თოდუა
5. გურამ მღებრიშვილი;
6. ნინო ხარატიშვილი
7.ხათუნა სონღულაშვილი
8.ნუგზარ თამარაშვილი
9.დავით ფიცხელაური
10.ნუგზარ ლაცაბიძე
11.თემურ თადუმაძე
12.ლევან გოგიტაძე
13. კახა ცხვარაძე
14. ქეთი ჯავახიძე
15.ლია მინდიაშვილი
16. ბესო გინტური
17.გოჩა გინტური
18.შალვა ფაჩოშვილი
19. ნინო ამირანაშვილი
20. ნონა კოკაია
21.ია არსენიშვილი
22.მანანა გოგოჭური
23. ქეთი კავილაძე
14.შოთა ურგებაშვილი
15.მალხაზ მარღიშვილი
16. გიზო ხუბუა
17.მალხაზ კაკაბაძე
18. რომეო ლეკვეიშვილი
19. ზეინაბ ბუაჩიძე
20. რუსუდან ფოჩხუა
21. მზექალა ბერძენიშვილი
22. ირმა მერაბიშვილი
23. ზაურ დეისაძე
ფოტოხელოვანები
1. ბადრი ვადაჭკორია
2. ნინო ჯაჯანიძე
3. ბაბუა ალუდაური
მუსიკალური ნაწილი:
მაყვალა ხორბალაძე -- კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი;
ბაია გრიგოლია- საოპერო მომღერალი;
ირმა ბერძენიშვილი -- საოპერო მომღერალი;
თამარ ლობჟანიძე -- საოპერო მომღერალი;

პლენერის პროგრამა:
14 ოქტომბერი, შაბათი

8.00 __ გამომგზავრება თბილისიდან / დიდუბის ზედა სადგური/
10.30 __ სოფელ უბისაში შესვენება 15 წუთით. გამასპინძლება იმერული ხაჭაპურით.
11. 30. __ სამხატვრო პლენერის გახსნა / ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკი/, პლენერის ჰიმნის შესრულება, დროშის აღმართვა.
12.00 __ 12.30 __ მხატვრების განაწილება იმერულ სტუმართმოყვარე ოჯახებში.
14. 00 _ სადილი მასპინძელ ოჯახებში.
15. 00 _ მხატვრები შეუდგებიან ხატვას.
15 ოქტომბერი, კვირა
14.00 __ მასპინძელი ოჯახები უზრუნველყოფენ მხატვართა დაბრუნებას შექმნილ ნამუშევრებთან ერთად პლენერის დახურვის ადგილზე .
14. 00 -- 17.00 _. ნამუშევრების გამოფენა, პლენერის საზეიმო დახურვა.
17.00 __ 18.00 __ საზეიმო ვახშამი ღია ცის ქვეშ
19.00 _ გამგზავრება ხარაგაულიდან.

სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზესს სოფლებში ცნობილმა მხატვრების მიერ 150-ზე მეტი მხატვრული ტილო შეიქმნა.
გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში, სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.

ნანახია: 653 - ჯერ