რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკა კლინიკური მენეჯერის დიმიტრი კოჩაძის ინიციატივით, კიდევ ერთი უფასო კონსულტაციის დღისთვის ემზადება. სამედიცინო გუნდი 3 და 4 აპრილს პაციენტებს კარდიოლოგიურ დღეებს სთავაზობს, რაც მიზნად ისახავს გულის დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
კონსულტაციას ჩაატარებენ „ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულების“ წამყვან სპეციალისტთან ექიმ კარდიოლოგ - ვლადიმერ თხელიძესან ერთად , ქ. თბილისის შპს „ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მოწვეული სპეციალისტების მაღალკვალიფიციური გუნდი, კარდიოქირურგი: არტურ ლემონჯავა და ალექსანდრე ლელაშვილი; ექიმი კარდიოლოგი: დავით გაბელაია და სალომე ნათენაძე.
აქცია მოიცავს :
აქციით უნდა ისარგებლოთ, თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები:
3) მაღალი არტერიული წნევა.
კლინიკაში მოსასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო მიკროავტობუსებით, რომელიც იმოძრავებს კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის, საქარიქედის, თეთრაწყაროს, პატარა ხარაგაული, დაბა ხარაგაულის მიმართულებით. უფასო ტრანსპორტი მოქალაქეებს ,ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით მოემსახურება.
ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი, მადლობა უხდის შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ - გიორგი აბაიაძეს, შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს და ხარაგაულის მერიას გაწეული დახმარებისთვის.
დამატებითი ინორმაციისთვის დარეკეთ „ხარაგაულის სამედიცინო ცენტრის“ ცხელ ხაზზე : 577 59 76 52