სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdvs.JPG

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს ბოლო შეხვედრები კიცხში გაიმართა

დღეს, ხარაგაულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა,  სოფელ კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრებით დასრულდა.

სოფელ ბორში, საქარიქედზე, ლაშის იგორეთსა და თეთრაწყაროში კრებებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას მერის  მოადგილე, კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარ დეპუტატთან, კიაზო გამრეკელაშვილთან , საკრებულოს წევრთან, ამირან ოქრომჭედლიძესთან და მერის წარმომადგენელთან, პაატა ბერაძესთან ერთად ესწრებოდა.

კრებაზე ადგილობრივმა მაცხოვრებლებლებმა სოფლისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები ღია დისკუსიის ფორმატში განიხილეს.

24 იანვრიდან 3 თებერვლამდე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის და მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილის და დავით დევდარიანის  ჩართულობით სოფლის საერთო კრება ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

კრებებზე გადაწყვეტილებების მიმღები პირები მოსახეობასთან ერთად განიხილავდნენ საპროექტო წინადადებებს.

საერთო ჯამში, ხარაგაულის 20 ადმინისტაციულ ერთეულში 74 სოფლის საერთო კრება ჩატარდა.

კიცხი

სკვერის მოწყობა

საუბნო გზების გასწორხაზოვნება

 

თეთრაწყარო

 სასაფლაოს შემოღომბვა

წყლის მილების შეძენა

სოფლის სკვერში და სასაფლაოს ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის აშენება

საუბნო გზების გასწორხაზოვნება

 

ბორი

სასაფლაოს შემოღობვა

საუბნო გზების შეკეთება

 

საქარიქედი

საუბნო გზების შეკეთება

იგორეთი

სასაფლაომდე მისასვლელი გზის და საუბნო გზის შეკეთება

ნანახია: 747 - ჯერ