ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფელ ვარძიაში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ხარაგაულის მერმა შეხვედრა სასიხარულო ინფორმაციის გაჟღერებით დაიწყო.
სოფელ ვარძიაში გაზიფიცირება იწყება.
აბონენტების დაქსელვა და გამრიცხველიანება დღეიდან დაიწყება და წლის ბოლომდე ბუნებრივ აირს 528 ოჯახი მიიღებს.
როგორც კობა ლურსმანაშვილმა განმარტა, ვარძიის გაზიფიცირების თემა, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის აქტიური ჩართულობით, პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინაშე, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების განხილვისას იქნა წარდგენილი.
აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართული გახლდათ მხარის გუნერნატორი, ზვიად შალამბერიძე.
სოფელ ვარძიაში შეხვედრას ,,სოკარ-ჯორჯია გაზის" ზესტაფონი-ხარაგაულის სერვისცენტრის მენეჯერი, ლევან აბაშიძე, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერის წარმომადგენელი, მზექალა გლუნჩაძე და ვარძია-ხიდარი-წყალაფორეთის მაჟორიტარი დეპუტატი , შმაგი ხიჯაკაძე ესწრებოდა.
კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით , 2023 წელს სოფელ ვარძიაში, რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით, ცენტრალური გზის ორმული დამუშავება, მოასფალტება და რეაბილიტაცია განხორციელდება.
მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მერს დაანონსებული , სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დაგეგმვისთვის.
მრავალრიცხოვანი შეხვედრა , მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე წარიმართა.
ადგილობრივი მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, წელს, სოფელ ვარძიაში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ამბულატორია შემოიღობება და უბნებში გზის რთული მონაკვეთები მოიხრეშება.