სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/zdfb.jpeg

ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

დღეს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, მერის წარმომადგენელთან, გელა მაღრაძესთან და ლეღვანი- ვახანის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვერა ოდიკაძესთან ერთად ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

სოფლებში გამართულ საერთო კრებებზე მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეარჩია.

ლეღვანი

წყლის სისტემის მოწყობა

გარე განათების მოწყობა

მარელისი

წყლის სისტემის მოწყობა

სასაფლაოს კეთილმოწყობა

სანიაღვრე არხის მოწყობა

დიდვაკე

ნაპირსამაგრის მოწყობა

საყრდენი კედლის მოწყობა

გზის შეკეთება - გასწორხაზოვნება

პატარა სახვლარი

გზის შეკეთება - გასწორხაზოვნება

 

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრები 24 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება.

 

ნანახია: 180 - ჯერ