სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/zvzv.JPG

საღანძილეში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს მერის მოადგილე დავით დევდარიანი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, საღანძილის მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით კიკნაძესთან და მერის წარმომადგენელთან, გოგა კიკნაძესთან ერთად დაესწრო.

საღანძილე, ზარანი, სხლითი, ვანი, ჩხერი, ჯაფაროული - ეს ის სოფლებია, სადაც დღეს მოქალაქეები სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ერთად შეიკრიბნენ.

დავით კიკნაძე:

,,საღანძილის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა დღეს სოფლის საერთო კრებებში. გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები. ვფიქრობ, პროგრამა აუცილებელი და მნიშვნელოვანია ლოკალური პრობლემების გადასაწყვეტად. მოქალაქეები გრძნობენ გარკვეულ პასუხისმგებლობას, აქტიურად არიან ჩართულნი საპროექტო წინადადებების განხილვაში და თავიანთი თვალსაზრისით იღებენ გადაწყვეტილებას იმ პრობლემატური საკითხების გადასაჭრელად, რომელიც სოფლის წინაშე დგას.“

სოფლის საერთო კრებები მოსახლეობის აქტიური ჩართულობის ფონზე წარიმართა.  

მიღებული გადაწყვეტილებები ოქმში აისახა და მოქალაქეების მიერ ხელმოწერით დადასტურდა.

2023 წელს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემდეგი პროექტები განხორციელდება:

საღანძილე - გარე განათების ქსელის მოწყობა და საუბნო გზის რეაბილიტაცია.

ზარანი - საუბნო გზის რეაბილიტაცია 2 უბანში და წისქვილის კეთილმოწყობა.

სოფელ ჩხერი - გზის რეაბლიატაცია სამ უბანში.

ვანი -  გზის რეაბილიტაცია ღომეეთის უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა კალათოურის უბანში და წისქვილის შეკეთება ზედა უბანში.

სხლითი - საუბნო გზის რეაბილიტაცია ორ უბანში  და წყალგამტარის გაკეთება.

ჯაფაროული - ცენტრალური გზის გასწორხაზოვნება და ჩიტაძეების უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შეძენა.

 

 

 

ნანახია: 249 - ჯერ