სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdgnxf_1.png

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:      

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  თაობაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ;

                                                                                                               მომხს: ზურაბ იჩქიტიძე

ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

                                                                                     მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ;

მომხს: ნანა კიკნაძე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმის   დამტკიცების შესახებ;

                                                                                             მომხს: მარინე ხვედელიძე

 ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და     ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების     

შესახებ;

                                                                                                         მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო,               

 საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების    შესახებ;

                                                                                                    მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;

                                                                                                       მომხს: პავლე კიკალიშვილი

ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

                                                                                                               მომხს: შმაგი ხიჯაკაძე

 

ნანახია: 331 - ჯერ