სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdgnxf.png

23 იანვრის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმრთება

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  6 თებერვლის        

 მორიგი  სხდომის დღის წესრიგის  შესახებ იმსჯელებენ.

 

ბიუროს    სხდომის  საკითხთა ნუსხა:

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  თაობაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ

                                                                                                               მომხს: ზურაბ იჩქიტიძე

  1. ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

                                                                                     მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ.

მომხს: ნანა კიკნაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ:

ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმის   დამტკიცების შესახებ

                                                                                             მომხს: მარინე ხვედელიძე

      ბ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და    

          ინფრასტრუქტურის საკითხების კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების        

          შესახებ,

                                                                                                         მომხს: ბესიკ კვირიკაშვილი

        გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო,               

      საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის  2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების      

       შესახებ,

                                                                                                    მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი

   დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ,

                                                                                                       მომხს: პავლე კიკალიშვილი

ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის   2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ,

                                                                                                               მომხს: შმაგი ხიჯაკაძე

 

 

 

ნანახია: 547 - ჯერ